ახალი არჩევნებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს

ახალი არჩევნებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები სკანდირებენ – „ძირს რუსული რეჟიმი“.
რაც შეეხება ზუგდიდს, აქ აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები კვლავ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ