სერგეი ლავროვი: არ მესმის, რატომ სვამთ ასეთ კითხვას. ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიქნები იქამდე, სანამ …

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ჯერ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.

ლავროვის თქმით, იქამდე იქნება სამშობლოს სამსახურში, სანამ ეს რუსეთს დასჭირდება.

„მე ნამდვილად არ მესმის, რატომ სვამთ ასეთ კითხვას. ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიქნები იქამდე, სანამ ეს ჩემს ქვეყანას დასჭირდება“, –  თქვა ლავროვმა დოჰას ფორუმის ფარგლებში ონლაინ გამოსვლისას.

ს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2004 წლიდან იკავებს.

მანამდე კი, სერგეი ლავროვი 10 წლის განმავლობაში გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე – ჩანაფიქრი იყო, რომ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ, როგორც ტერორისტები აკეთებენ: მძევლები აჰყავთ და რაღაცაში ცვლიან – ახლა არ იციან ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს