“ფროზინონე” – “ტორინო” ქართველების გარეშე ჩატარდა

სერია A-ს მე-15 ტურში “ფროზინონესა” და “ტორინოს” მატჩი 0:0 დასრულდა. მასპინძელთა გუნდში გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო, ხოლო სტუმართა რიგებში საბა საზონოვი.
“ფროზინონე” 19 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, “ტორინო” კი 20 ქულით მეათეზე.
16 დეკემბერს “ფროზინონე” გასვლაზე “ლეჩეს” დაუპირისპირდება, ხოლო “ტორინო” “ემპოლის” უმასპინძლებს.