საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა.
– ქალბატონო მარინა, იმას, რაც ახლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, იმაზე მეტი განზომილება აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ფაქტია, რომ 28 ნოემბერს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირთან ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ მხოლოდ ტრიგერი როლი შეასრულა.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ამომრჩევლების პროტესტი გარკვეულ წილად მინავლებულიც კი იყო, მაგრამ, პრემიერის ამ განცხადებამ გამოიყვანა ქუჩაში ხალხი. მას შემდეგ, რაც საპროტესტო ტალღა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო იმის მტკიცება, რომ „ხალხს წაკითხულის შინაარსის გაგება უჭირს“. ამ ახსნამაც რომ არ იმუშავა, სამართალდამცავებმა ბრუტალური მეთოდებით დაიწყეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულად გამოყენება. და ამას უკვე 9 დღეა ვადევნებთ თვალს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ვადევნებთ თვალს? ამ პროცესების განმსაზღვრელი რეალურად რაა?
– ცოტა პრეტენზიული იქნება ჩემი მხრიდან არსებული ვითარების დიაგნოზზე საუბარი. ამიტომ მე ცოტა შორიდან დავიწყებ.
პირველი გახლავთ ის, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ იყო მცირეხნიანი პროტესტი, მაგრამ, ეს პროტესტი არ გადაზრდილა მასობრივ აქციებში. ეს პროტესტი რომ არის, არ არის გასაკვირი. თუ დავითვლით 54%-ს 46%-ზე, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც თუ ისეთი უპირატესობა აქვს, ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე, თუ მათ შედეგს შევკვრიბავთ და მივიღებთ 46%-ს.
ეს პროტესტი რომ არის, არ არის გასაკვირი. თუ დავითვლით 54%-ს 46%-ზე, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც თუ ისეთი უპირატესობა აქვს, ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე, თუ მათ შედეგს შევკრიბავთ და მივიღებთ 46%-ს
მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც წავიკითხე და რომელშიც პირდაპირ არის მითითებული რომ სტატისტიკურად შეუძლებელია “ქართულ ოცნებას“ იმ რაოდენობის ხმები მიეღო. ამბობენ რომ „ქართულ ოცნებას“ ხმების 13% აქვს მიწერილი. ასეთ შემთხვევაში გადანაწილება ხდება 46%, 41%-ზე.
ეს ორივე შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოება პრინციპში ორადაა გაყოფილი. ვიღაცებს მოსწონს „ქართული ოცნება“ და ვიღაცებს არ მოსწონთ „ქართული ოცნება“. ამგვარი ვითარება იმაზე მიუთითებს რომ ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტი არჩევნების ჩატარებამდე იყო ჩადებული.
ვიმეორებ, არჩევნების შემდეგ გამოსვლები იყო, მაგრამ, ამ გამოსვლებს დიდი მასშტაბი არ მიუღია და ხალხი დაიშალა. ის, რაც ახლა ქუჩაში ხდება, 28 ნოემბერს ახლად არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამ წუთას ამბობს, რომ ის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რადგან ის დაამტკიცა პარლამენტში შესულმა, მე ვიტყოდი არალეგიტიმურად შესულმა დეპუტატებმა.
არალეგიტიმურად იმიტომ რომ ჯერ არ იყო გამოცხადებული არჩევნების თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. „ქართული ოცნება“ რომ პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესულიყო, ასეთ შემთხვევაში ეს არგუმენტი მოიხსნებოდა. რადგან, ჩვენს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არის ინსტიტუტი, რომლის განჩინება საბოლოო გადაწყვეტილებაა. ასეთ ვითარებაში პარლამენტის მიერ პრემიერად არჩეულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე წყვეტს ევროკავშირთან ურთიერთობას ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს განცხადება აღმოჩნდა ხალხის ქუჩაში გამოსვლის ბოლო წერტილი.
ყველა „სიკეთესთან“ ერთად, რომელმაც მოიტანა ამ ერთპარტიულმა მმართველობამ, აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი და გაცხადებული სახელმწიფოს ინტერესი უარყოფილ იქნა. ითქვა, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ სვლას 4 წლის განმავლობაში აღარ ვაპირებთ. ეს განცხადება გახლდათ პოლიტიკური კურსის ცვლილება.
ყველა „სიკეთესთან“ ერთად, რომელმაც მოიტანა ამ ერთპარტიულმა მმართველობამ, აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი და გაცხადებული სახელმწიფოს ინტერესი უარყოფილ იქნა. ითქვა, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ სვლას 4 წლის განმავლობაში აღარ ვაპირებთ. ეს განცხადება გახლდათ პოლიტიკური კურსის ცვლილება
ეს ცვლილება არის სრულიად გაუგებარი, რადგან, თუკი საქართველო დღეს არსებობს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც საფუძველი ეყრება 1990 წლებში, მისი ეს დამოუკიდებლობა ყოველთვის იდგა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის იდეაზე. ასეთ ვითარებაში ჩვენი დამოუკიდებლობის ეჭვის ქვეშ დაყენება, ანაც მისთვის დამატებითი საფრთხის შექმნა, არის პრინციპულად მიუღებელი მოსახლეობისათვის. ან იმ ხალხისათვის, ახლა ქუჩაში რომ დგას და ქვეყნის კურსის შეცვლას აპროტესტებს.
თუ ამ პროტესტს მივადევნებთ თვალს, ეს არის რაღაც უცნაური ფენომენი, რადგან ამ პროტესტს არ ჰყავს ერთი ლიდერი. პოლიტიკური ოპოზიცია თავის თავზე ვერ იღებს გამოსვლების მართვას. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსულები, ქუჩაში იმიტომ კი არ დგანან, რომ მხარს უჭერენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ, ისინი აპროტესტებენ მმართველი პარტიის, ანუ უმრავლესობით მოსული პარტიის გადაწყვეტილებას შეჩერებულ იქნას ევროკავშირისკენ ქვეყნის 2028 წლამდე სვლა.
რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ, ხალხს არ შეგვიძლია გავიგოთ ნათქვამი, ასეთ შემთხვევაში მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ნებისმიერ, სრულიად უცხო ადამიანს, რომ მოასმენინოთ კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, გნებავთ თარგმანის საშუალებით, ისიც კი გეტყვით, რომ ხელისუფლებამ თქვა რომ 4 წლით წყვეტს ევროკავშირთან ინტეგრაციას. ევროკავშირთან ინტეგრაცია არ გულისხმობს ცალმხრივ ქვეყნის დალაგებას, როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებდა. თუკი თქვენ ევროკავშირში გაწევრიანება გნებავთ, ასეთ შემთხვევაში თქვენ გყავთ პარტნიორი, რომელთაც თქვენს მიერ გატარებულ რეფორმებს თუ არ ათანხმებთ მაინც, ეუბნებით თუ რა გაკეთეთ და ასე შემდეგ. ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტა გულისხმობს იმას რომ თქვენ ევროკავშირთან კონტაქტზეც აღარ გადიხართ.
რომ შევაჯამოთ – როდესაც „ქართული ოცნება“ ქუჩის აქციებზე ამბობს, რომ ეს არის რევოლუციურად განწყობილი ადამიანების მცდელობა, რომლებსაც სურთ რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილება, ამის მსგავსი არაფერი არ ხდება. ქუჩაში გამოსული ხალხისთვის მთავარია არ შეიცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.
როდესაც „ქართული ოცნება“ ქუჩის აქციებზე ამბობს, რომ ეს არის რევოლუციურად განწყობილი ადამიანების მცდელობა, რომლებსაც სურთ რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილება, ამის მსგავსი არაფერი არ ხდება. ქუჩაში გამოსული ხალხისთვის მთავარია არ შეიცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა ევროპისაკენ, ანუ, ეს უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი და თუ ამ ხელისუფლებას უნდა კონფლიქტის მოგვარება ყოველგვარი ცემა-ტყეპის გარეშე და იმ სრულიად მიუღებელი წესებით ისინი არღვევენ კონსტიტუციის ორ მუხლს – სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე შეკრების თავისუფლების შესახებ, მათ წყნარად შეუძლიათ გააკეთონ კიდევ ერთი განცხადება. გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, ან ის ადამიანი, ვინც პრემიერ-მინისტრად აცხადებს თავს, მასთან ერთად „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე, ასევე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და თქვან – იმისათვის, რომ შეწყდეს პოლიტიკური დაპირისპირება, ჩვენ კვლავ აღვადგენთ ევროკავშირთან ინტეგრაციას და მოლაპარაკებებს, არ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ურთიერთობაში ცალმხრივ ბოიკოტს 2028 წლამდე.
გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, ან ის ადამიანი, ვინც პრემიერ-მინისტრად აცხადებს თავს, მასთან ერთად „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე, ასევე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და თქვან – იმისათვის, რომ შეწყდეს პოლიტიკური დაპირისპირება, ჩვენ კვლავ აღვადგენთ ევროკავშირთან ინტეგრაციას და მოლაპარაკებებს, არ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ურთიერთობაში ცალმხრივ ბოიკოტს 2028 წლამდე
პირობას გაძლევთ, რომ ასეთ შემთხვევაში ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ხალხი დაიშლება. ცხადია, მე არ ვიცი „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს თუ არა მიცემულ პირობას. კარგად გვახსოვს, ამ გაზაფხულზე როგორ შეიტანა პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონი“, არადა მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ამ კანონს აღარ განიხილავდნენ.
ის, რასაც „ქართული ოცნების“ იმ ტიპის განცხადება გამოიწვევს, რაზეც მოგახსენეთ, იქნება დროებით მაინც ესკალაციის შემცირება და დადასტურება იმისა, რომ საქართველო კვლავ დგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
– ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, თვალშისაცემია ძალის გამოყენებით ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის თემა.
ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ხალხის ძალადობრივი დაშლის მასიური შემთხვევები. საუბარია აქციის მონაწილეების ისეთ დაშლაზე, რომლის დროსაც ძალის გამოყენებისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
თუ მანამდე ძირითადად რობოკობებს ვხედავდით, ახლა ვხედავთ, რომ იარაღიანი სამართალდამცავებიც გამოჩნდნენ მიტინგებზე. საუბარია დაკავებულების სამაგალითოდ ცემაზე, დასჯაზე. როდესაც ამას ვადევნებთ თვალს ჩნდება კითხვა – რატომ არ აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დიალოგის გზა და ძალის დემონსტრირებას ცდილობს?
– ცოტა რთულია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამისათვის, სულ ცოტა უნდა ვფლობდე ინფორმაციას, თუ რაზე საუბრობს დახურულ კარგს მიღმა „ქართული ოცნების“ „პოლიტბიურო.“ ან როგორ ხედავენ ისინი სინამდვილეს.
ჩემი აზრით, რასაც გარედან ვუყურებთ, ეს არის ესკალაციის ხელოვნური ზრდა იმ ადამიანებსა და ხელისუფლებას შორის, რომლებიც არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებას. ეს არის ძალის დემონსტრირება – მე თქვენ დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ჩაგსვამთ ციხეში, თავ-პირს დაგიმტვრევთ, ძვლებშიც გადაგამტვრევთ. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა კახი კალაძემ გვითხრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ეს არის ესკალაციის ხელოვნური ზრდა იმ ადამიანებსა და ხელისუფლებას შორის, რომლებიც არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებას. ეს არის ძალის დემონსტრირება – მე თქვენ დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ჩაგსვამთ ციხეში, თავ-პირს დაგიმტვრევთ, ძვლებშიც გადაგამტვრევთ. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა კახი კალაძემ გვითხრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
„ქართული ოცნების“ ამგვარი ქცევა არის ერთგვარი გაგრძელება იმის, რაც ადამიანებს ყველაზე უფრო მოწყვლად ხდის. არა მხოლოდ ის, რომ – მე შენ დაგსჯი, მოგკლავ. მე შენ სიცოცხლეს ვემუქრები. ადამიანს სიცოცხლეზე მეტად ღირებული ადამიანს არაფერი არ აქვს. ხალხის ეგზისტენციალური შიში, რომ ის მოკვდება, ამაზეა გათვლილი „ქართული ოცნების“ ქცევა. გათვლილია იმაზე, რომ მე მაქვს ძალა და ძალით მოგერევი.
შეუძლებელია ბევრის აზრი არ გავიზიარო იმაზე, რომ ძალის არაადეკვატური გამოყენება დაუშვებელია. როდესაც დემონსტრანტები დგანან, ცეკვავენ, მღერიან და არ არის იერიში მიტანილი არაფერზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს უფლება დაიცვას სტრატეგიული ობიექტები, თუნდაც პარლამენტის შენობა, მაგრამ, დემონსტრანტების მხრიდან ხომ არაფერზე იერიშის მიტანა არ ხდება? აღარაფერს ვამბობ ახალგაზრდების გატაცებებზე, რაც ემსახურება მხოლოდ ერთს – დემონსტრანტების დაშინებას.
როდესაც დემონსტრანტები დგანან, ცეკვავენ, მღერიან და არ არის იერიში მიტანილი არაფერზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს უფლება დაიცვას სტრატეგიული ობიექტები, თუნდაც პარლამენტის შენობა, მაგრამ, დემონსტრანტების მხრიდან ხომ არაფერზე იერიშის მიტანა არ ხდება? აღარაფერს ვამბობ ახალგაზრდების გატაცებებზე, რაც ემსახურება მხოლოდ ერთს – დემონსტრანტების დაშინებას
ყველაზე ამაზრზენი არის ის, ეს ყველაფერი ამით არ სრულდება. ეს არის ცემის, დაშინების, არაადეკვატური და არაპროპორციული ძალის გამოყენება და რაც მთავარია, წამების ფაქტები. ამ შემთხვევაში მე ვეყრდნობი სახალხო დამცველის განცხადებებს. მან საკმაოდ დააგვიანა, მაგრამ, ფაქტია, რომ ამას ამბობს სახალხო დამცველი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აქ არ არის მხოლოდ ადამიანებისა და დემონსტრანტების დაშლაზე საუბარი. აქ საუბარია მიზანმიმართულად ხალხის მიმართ ტერორის პოლიტიკაზე საუბარი.
– თქვენი შეფასებები და ის, რაც აღწერეთ, პრინციპში გზა კია, მაგრამ, არსაით. შეუძლებელია „ქართულ ოცნებასაც“ არ ესმოდეს, რომ ეს დიდხანს არ და ვერ შეიძლება გაგრძელდეს.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ დასავლური ფინანსებით იმართება აქციები, სწორი ვიყავით, როცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ კანონი მივიღეთ. მათი მხრიდან გრძელდება ყველაფერში „კოლექტიური დასავლეთის“ დადანაშაულება. თუ საპროტესტო ტალღის მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ფაქტია ისაა, პროტესტანტებთან ძალის გამოყენების გზა მართლაც გზა არსაით.
თითქოს ყველა, მათ შორის „ქართული ოცნება უპირველესად გამოსავალს უნდა ეძებდეს, მაგრამ ამის არანაირი ნიშანიც არ ჩანს. ეს რომ ასეა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ეს, პირადად ჩემთვის ერთადერთ რამეს ნიშნავს – ძალიან ვწუხვარ რომ ამას ვამბობ – ვითარების ხელოვნურად ესკალაციამ უნდა მიგვიყვანოს თოფის გასროლამდე. თოფის გასროლა კი ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს ერთი საკუთარ ჯარს, თუ ვითარების განმუხტვაში ჯარი არ მიიღებს მონაწილეობას, მიმართოს უცხო ქვეყანას, რომლის ამოცნობა არ გაგვიჭირდება რომელს, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირდება საქართველოში შემოსავლელად, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად.
ძალიან ვწუხვარ რომ ამას ვამბობ – ვითარების ხელოვნურად ესკალაციამ უნდა მიგვიყვანოს თოფის გასროლამდე. თოფის გასროლა კი ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს ერთი საკუთარ ჯარს, თუ ვითარების განმუხტვაში ჯარი არ მიიღებს მონაწილეობას, მიმართოს უცხო ქვეყანას, რომლის ამოცნობა არ გაგვიჭირდება რომელს, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირდება საქართველოში შემოსავლელად, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად
იმის ფონზე რასაც ვხედავთ, ხელისუფლებისთვის სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ. მარტივი გადაწყვეტა რაც იქნებოდა, ამაზე მე უკვე გესაუბრეთ. მხედველობაში აქვს „ქართული ლიდერების“ გამოსვლა და თქმა, რომ საქართველო გააგრძელებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.
მაგრამ, თუკი, ის რაც ხდება, გაგრძელდება, რაც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს“, ეგეც მოგახსენეთ.
მეტსაც გეტყვით – გია დვალთან იყო ინტერვიუ, რომლის დროსაც მან საკითხი ასე დასვა – რატომ ხდება ისე, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ხელოვნურად ახდენს ვითარების პროვოცირებას რომ უკმაყოფილო ადამიანი გამოვარდეს ქუჩაში. სხვათა შორის ეს კეთდება მიზანმიმართულად. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვიფიქროთ – ხელისუფლებას სჭირდება რაღაც, რომ მის ქვეყანაში მუდმივად იყოს დაძაბულობა. იმის კვალობაზე, რაც ხდება, „ქართული ოცნების“ განცხადებები, – ჩვენ არ გვესმის არაფერი, ეს უფრო რეალობის არდანახვაა და არის ტყუილი, რომელიც არის ხელისუფლების ძირითადი გზავნილი, რომლითაც ის საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკება.
იმის კვალობაზე, რაც ხდება, „ქართული ოცნების“ განცხადებები, – ჩვენ არ გვესმის არაფერი, ეს უფრო რეალობის არდანახვაა და არის ტყუილი, რომელიც არის ხელისუფლების ძირითადი გზავნილი, რომლითაც ის საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკება
– მოვლენათა განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარი განიხილეთ… მაგრამ, ფაქტია, რომ ამ სიტუაციაში კრიზისის განმუხტვის გასაღები ხელისუფლების ხელშია. ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არასდროს არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია. ის არასასურველი სცენარი, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მეზობელი ქვეყნის ძალების გამოყენება არც მას არ უნდა აწყობდეს…
– მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს ასე – რატომაც არა?! ეს პირველი შემთხვევა იქნება თუ რა? თუ გავიხსენებთ თავის დროზე როგორ გაწითლდა ჯერ ბალტიისპირეთი, მერე დასავლეთ უკრაინა და ასე შემდეგ.
იმის კვალობაზე, თუ რამდენი ხანი იდგნენ აფხაზეთში რუსი „მშვიდობისმყოფელები“. აბა ვის შეიძლება მიმართოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ? თურქეთს ხომ ვერ მიმართავს? თურქეთს ამას არ დაანებებს ის ხელშეკრულებები, რომელიც მას გაფორმებული აქვს თავის პარტნიორებთან და საქართველოსთანაც.
– უკრაინის ომის დაწყებამდე, ყაზახეთში არეულობების დროს, ჩვენ ვნახეთ რუსეთის „როსგვარდიის“ შესვლა ყაზახეთში, მაგრამ, ისინი ყაზახეთიდან უპრობლემოდ მას შემდეგ გავიდნენ, როცა მათი გასვლა ჩინეთმა კატეგორიულად მოითხოვა.. ჩვენს შემთხვევაში ასეთი „მშვიდობისმყოფელი“, მხოლოდ რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს?
– ვერაფერს ვერ გეტყვით გარდა იმისა, რომ ყაზახეთში ჩინეთს ძალიან დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული. გარდა ამისა, ჩინეთი არის სერიოზული მოთამაშე შუა აზიის ტერიტორიაზე და შესაბამისად მათი მოთხოვნა უკავშირდებოდა იმას, რომ რუსეთს პეკინის მოთხოვნა უნდა გაეთვალისწინებინა.
ვიღაცებს კი სჭირდებათ, რომ რუსეთი გამოიყვანონ არაპრაგმატულ მოთამაშედ, მაგრამ, რუსეთის თავის ძალიან პრაგმატულ თამაშს თამაშობს. რუსეთი ყაზახეთიდან მშვიდად იმიტომ გავიდა, რომ არც ერთ მხარე ფინანსურად არ დაზარალებულა.
ჩვენს შემთხვევაში არც ჩინეთია ისე შემოსული საქართველოში, რომ ჩინეთმა განაცხადოს საქართველოში შემოსვლაზე პრეტენზია. მისი რეალური ინვესტიცია საქართველოში არ არის. მეტიც, არც ერთი ქვეყნის რეალური ინვესტიცია საქართველოში არ არის. რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს არის უცხოური პირდაპირი დახმარება, რომელიც ხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, მაგრამ აქ ახლა რომ ნატოს ჯარი არ შემოვა, ეს ფაქტია.
ჩვენს შემთხვევაში არც ჩინეთია ისე შემოსული საქართველოში, რომ ჩინეთმა განაცხადოს საქართველოში შემოსვლაზე პრეტენზია. მისი რეალური ინვესტიცია საქართველოში არ არის. მეტიც, არც ერთი ქვეყნის რეალური ინვესტიცია საქართველოში არ არის. რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს არის უცხოური პირდაპირი დახმარება, რომელიც ხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, მაგრამ აქ ახლა რომ ნატოს ჯარი არ შემოვა, ეს ფაქტია
ევროკავშირს თავად არ ჰყავს ჯარი საერთოდ. ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ ფიქრს იმაზე, რომ ევროკავშირისთვის აუცილებელია საერთო თავდაცვის სისტემების განვითარება. ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველო ძალიან დაუცველია და პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან, რომელსაც ნამდვილად უნდა საქართველო იყოს მის კონტროლს დაქვემდებარებული. რუსეთს დე-ფაქტო, თითქოს საქართველოზე გავლენა არ აქვს, მაგრამ რეალურად, მას სერიოზული გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ უნდა ბრიქსში შესვლა. ივლისში სულ რაღაც ერთი დღით იყო ჩასული პუტინი ბაქოში, რის შემდეგაც ალიევმა აზერბაიჯანის ბრიქსში შესვლის სურვილის შესახებ განცხადება გააკეთა.
ასე, რომ ძალიან ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი. ხელისუფლების მიერ საქართველოში რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია.
– ამაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება?
– არ ვიცი რაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, ამაზე მე დადებითი მოლოდინები არა მაქვს, მაგრამ, გაგეცინებათ და შეიძლება რუსეთისგან მქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ წუთას იგი საქართველოთი თავს არ აიტკივებს, რადგან იგი ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვან კონფლიქტებშია ჩართული.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი