მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს – დავით ქართველიშვილი ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე რადიკალების რეაქციაზე

მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე “ნაცემი” შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
იგი იხსენებს რადიკალური ოპოზიციის სხვა მცდელობასაც, შეექმნათ მსხვერპლი პირადი ტრაგედიებიდან. ასევე აღნიშნავს, რომ მოკლე დროში, ბევრი პოლიტიკური სარეველა აღმოცენდა.
“მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე “ნაცემი” შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია. ზედოზირებით გარდაცვლილი იმ ოპერატორისა არ იყოს. როგორც ის ვერ გახდა რიტუალური მკვლელობის მსხვერპლი, არამედ საკუთარი დაუძლეველი სნეულების უბედური შედეგი – მასე ვერ გამოიყვანეს პირდაპირ თუ არა, “ირიბ” რიტუალურ მსხვერპლად ერთი რიგითი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია.
ლეშიჭამიები და პოლიტიკური ნეკროფილები, შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზატორები და შემსრულებლები, პოლიტიკური პედოფილიის მიმდევრები, უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობების გენმოდიფიცირების მესვეურები, მოკლული შვილების საფლავზე უბედური მამის ამფეთქებლები – მონები, ლაქიები, მარიონეტები, არაქალები და არაკაცები. ამდენი პოლიტიკური სარეველა რა მოკლე დროში აღმოცენდა – ამაში ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვაღიარებ…” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს