გაბრიელიუს ლანდსბერგისი – 2010 წელს, როცა ბელარუსის მთავრობამ დემონსტრანტები დაარბია, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც იყენებდა – საქართველოზეც მსგავს ნაბიჯზე უნდა ვიფიქროთ

2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ დემონსტრანტები დაარბია, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა იყენებდა და ვფიქრობ მსგავს ნაბიჯზე საქართველოსთან დაკავშირებითაც უნდა ვიფიქროთ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ მინსკში, დემონსტრანტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები მიიღო, ისინი სასტიკად დაარბია, მაშინ ემბარგო დაწესდა, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა. ვფიქრობ, დროა ვიფიქროთ მსგავს ნაბიჯზე, თუ მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ დასავლურ აღჭურვილობას იყენებს, რატომ უნდა გავიტანოთ ის ექსპორტზე?“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა
ცნობისთვის, გუშინ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.