აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას -ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ TikTok-მა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. კომპანია დარწმუნებულია, რომ ამას, შესაძლოა, აშშ-ში სოციალური ქსელის აკრძალვა გამოიწვიოს.
პლატფორმა აცხადებს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი „აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას არ ეწინააღმდეგება“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისში ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 19 იანვრამდე TikTok-ი ჩინურმა კომპანია ByteDance-მა უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა აშშ-ში აიკრძალება.