საუდის არაბეთის პრინცი, თალალ ბინ აბდულაზიზ ბინ ბანდარ ალ საუდი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, 2023 წლის 7 დეკემბერს სასწავლო ფრენის დროს აღმოსავლეთ პროვინციაში ჩამოვარდა F-15 მოიერიშე თვითმფრინავი.რომლის ბორტზე პრინციც იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ პრინცი საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.
პრინცი ტალალ ბინ აბდულაზიზი იყო პრინც ბანდარის ვაჟი და საუდის არაბეთის პირველი მონარქის, მეფე აბდულაზიზის შვილიშვილი.