საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სამი ევროპული ქვეყნის ლიდერი გამოთქვამს წუხილს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, გვერდზე გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან, სწორედ „ქართული ოცნების“ თანმიმდევრულმა ქმედებებმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და, შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება.
ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს და გმობენ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ:
„ვწუხვართ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში პოლიციის ოპერაციების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაპატიმრების შესახებ, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან.
ჩვენ ამ საკითხს მოვაქცევთ მომავალი საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და, გარდა ამისა, განვიხილავთ “ქართული ოცნების” ქმედებების შედეგებს ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზე“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას, ასევე, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს საერთასორიშო გამოძიებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ ს შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა -მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარმასპინძლობა და სხვა.