“ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა მოვიდე“- ეკა ჩხეიძე

ჟურნალ “გზასთან“ მიმდინარე მოვლენების შესახებისას მსახიობი, ეკა ჩხეიძე საუბრობს და ამბობს, რომ ხალხი ხელისუფლებას ასე არ უნდა ექცეოდეს:

“ჩვენს ქვეყანაში რა ხდება და საშინელება, დიდი დაუნდობლობა. თუ ვამბობთ და ვაღიარებთ, რომ ჩვენი მტერი რუსეთია, ახლა სწორედ იმ რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს. არ შეიძლება, შენს ხალხს ხელისუფალი ასე მოექცე. ახალ თაობას ბოლოს რუსის მაგივრად შენ თავად უსპობ მომავალს. ძალიან მოკლედ გეტყვით, საქართველოს განვითარებისთვის ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ჭაობში დაბრუნება არ გვინდა.

…არ გეგონოთ, “ნაცებს“ ვიცავ, ოპოზიციის ოპოზიცია ვარ, “ნაცების“ და “ქოცების“ ბრძოლამ თაობები შეიწირა, ესაა სიმართლე და არც ერთი აღარ გვინდა. ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელსაც ქვეყანა და ხალხი ეყვარება, იზრუნებს ჩვენს კეთილდღეობაზე და არა – საკუთარ ჯიბეზე…“- ამბობს ეკა ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას