სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს.
მათივე ცნობით, წმინდანის ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას უამრავი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან.
„წმინდანი პართიაში, ქრისტესშობიდან 257 წელს, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას უამრავი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…