ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე სცემეს – მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია დაიღუპა – გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრებ თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
“კურიერი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ოკუპირებულ ქ. გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი.
“გუშინ კომაში იყოო და გარდაიცვალა ღამე. ძვლები და გვერდები დამტვრეული. დაისაჯონ, ვინც გააკეთა ისინი,” – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება