აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გააგრძელეს

აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები ადგილზე აგებენ ხელოვნურ ბარიკადებს.
მანამდე აქციის მონაწილეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადავიდნენ, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა.
სანაპიროზე აქციის მონაწილეებსა და გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება იყო. მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გაჩერებული ჯიპის ტიპის 2 ავტომობილი, სწორედ აღნიშნული ავტომობილებიდან გადმოსული ადამიანები უპირისპირდებიან დემონსტრანტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – „ოცნებამ” საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია – ცინიკურია, რომ ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან