საგარეო საქმეთა მინისტრი 11-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

საგარეო საქმეთა მინისტრი 11-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება – ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოება ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით