პარლამენტთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმელები არიან მობილიზებული, განლაგდა სპეცტექნიკაც

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმელები არიან მობილიზებული. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
პარალელურად, წყლის ჭავლის მანქანები მობილიზებულია თავისუფლების მოედანზეც, პოლიციელებს კი კორდონი აქვთ გაკეთებული.
ამის პარალელურად, უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია