,, ნიკა მარნეულის იზოლატორიდან” – გვარამიას წერილი

იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს:
,,სოლიდარობა ყველა დაკავებულს!
ყველა უკლებლივ, როგორც ერთი, იმსახურებს სრულ მხარდაჭერას. და რაც უფრო ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის – მით მეტად! ეს სამშობლო ჩვენია და ერთიანი ვართ მისთვის ბრძოლაში!
ცალკე მინდა ვთქვა ჩვენი პარტიის წევრზე, საბა სხვიტარიძეზე: საბა არათუ უკანონოდ დააკავეს, არამედ იგი იზოლატორში გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი!საბას ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მისი მწამებლები კი აუცილებლად წარსდგებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე!
მიუხედავად ყველაფრისა, დაკავებებით, ჩხრეკებით, შევარდნებით და მსგავსი “საინფორმაციო გადაფარვის” მცდელობებს არ უნდა შევასრულებინოთ ივანიშვილის სასურველი ფუნქცია, ფოკუსი გადავიდეს მთავარიდან – ახალი , საერთაშორისო ადმინისტრაციით!
არა დაღლას!
არა იმედგაცრუებას!
არა დუმილს!
სამშობლოს გვართმევენ და ამ ფონზე ყველაფერი და ყველა მეორეხარისხოვანია!
ნიკა მარნეულის იზოლატორიდან”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს – ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს

ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია