ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სა და ბელარუსის პრეზიდენტების, სა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, ტერიტორიების მთლიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის ორმხრივ ვალდებულებებს განსაზღვრავს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმება „რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოების საიმედოდ დაცვას შესაძლებელს გახდის“.
მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად ყველა საშუალების გამოყენება იქნება შესაძლებელი და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ბელარუსში შესაძლოა, „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტა განათავსოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ