რუმინეთის საკონსტიტუციომ გააბათილა საპრეზიდენტო ს I ტურის შედეგები

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა საპრეზიდენტო ს I ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც მეორე ტურში „ულტრამემარჯვენედ“ მიჩნეული, პრორუსი კანდიდატი კალინ გეორგეუ და მისი პროდასავლელი ოპონენტი გადავიდნენ.
არჩევნები ახლა ხელახლა უნდა ჩატარდეს.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა კონსტიტუციის 146-ე მუხლით, რომელშიც საუბარია საარჩევნო პროცესის სისწორესა და კანონიერებაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუმინეთის უშიშროების განცხადებები „ს აგრესიული ჰიბრიდული შეტევების“ შესახებ რუმინეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე.
კალინ გეორგესკუ, რომელმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ამბობდა, რომ არის „გამოგონილი სახელმწიფო“ და ჰპირდებოდა ამომრჩეველს უკრაინის მხარდაჭერის დასრულებას. მისი ოპონენტი, პირიქით, დასავლეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდაზე საუბრობდა. ორივე კანდიდატი ტრადიციულად ძლიერი პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილან.
5 დეკემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროკავშირის მხარდასაჭერი დემონსტრაციაც გაიმართა.
გარეკანის ფოტო: Inquam Photos / Octav Ganea / DIGI.RO

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა