განათლების სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მსვლელობას მართავენ

განათლების სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ბევრ საჯარო სკოლაში ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო. ისინი დამნაშავეების დასჯას და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამჟამად აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება, ქართული საზოგადოების ხმა ისმოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს