ადვოკატი – თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს იყო ალი ბაბაევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს ის რკინის ჯოხს და ცდილობდა, მიმავალი ალეკო ელისაშვილისთვის თავში ჩაერტყა

თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს იყო ალი ბაბაევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს ის რკინის ჯოხს და ცდილობდა, მიმავალი სთვის თავში ჩაერტყა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ ალი ბაბაევმა თავდაპირველად ელისაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, როდესაც ელისაშვილი სიტუაციას გაერიდა, ბაბევი მას რკინის ჯოხით გაეკიდა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ალი ბაბაევმა ალეკო ელისაშვილს ზე ხელის დარტყმა ვერ აპატია.
„არათუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული, არამედ საერთოდ უნდა იყოს გათავისუფლებული, ვინაიდან ალეკო ელისაშვილს არ ჩაუდენია დანაშაული. თუ კარგად ნახავთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, ეს არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები, დამწყები იურისტიც, პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ეს იყო მეორე მხარე ალი ბაბევი, ვინაიდან კადრებში კარგად ჩანს, როგორ იღებს რკინის ჯოხს ალი ბაბევი და ცდილობს მიმავალ ალეკო ელისაშვილს, რომელიც გაერიდა ამ კონფლიქტს, თავში ჩაარტყას და მიაყენოს მძიმე ფიზიკური დაზიანება. იმის ნაცვლად, რომ დაეკავებინათ ალი ბაბევი, ის გამოიყენეს როგორც ვითომდა, დაზარალებული და ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრეს საქმე 156-ე მუხლთ, რომელიც არის გაცილებით მძიმე. მსგავს „ქეისებში“ არის 126-ე მუხლი, რომელიც არის უბრალოდ ცემის ფაქტი. აქ არის უფრო პოლიტიკური ნიშნით… ბაბაევი იყო პროვოკატორი. მას აპრილის თვეშიც ჰქონდა გაკეთებული კომენტარები და ვერ პატიობდა ალეკო ელისაშვილის მხრიდან ხელის დარტყმას მდინარაძის მიმართ. ის გამოხატავდა ამას კომენტარებში, ემუქრებოდა მას და როდესაც შეხვდა მას პირადად, განახორციელა აღნიშნული ქმედება,“ – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიარდ მარიოტთან“ 4 დეკემბერს იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო.
ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.