„საქართველომ თუ გააგრძელა ისეთი ტემპებით ზრდა, რა ტემპითაც იზრდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაშინ აბსოლუტურად რეალურია“- გიორგი ქობალია პრემიერის განცხადებაზე

„საქართველომ თუ გააგრძელა ისეთი ტემპებით ზრდა, რა ტემპითაც იზრდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაშინ აბსოლუტურად რეალურია“- გიორგი ქობალია პრემიერის განცხადებაზე
,,ქართული ოცნების” მთავრობის მიზანია, 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 130 მლრდ ლარამდე გაზარდოს. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გააკეთა. ,,კომერსანტი” დაინტერესდა, რამდენად რეალურია ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი. ჩვენ კითხვით ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას მივმართეთ.
მთავრობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ბოლო 2 წელიწადში დაფიქსირებული ტემპით გააგრძელებს ეკონომიკის ზრდას, ეს რეალურია, თუმცა გიორგი ქობულია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
,,პრინციპში, საქართველომ თუ გააგრძელა ისეთი ტემპებით ზრდა, რა ტემპებითაც იზრდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაშინ აბსოლუტურად რეალურია. ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესები რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ეკონომიკის ზრდაზე. განსაკუთრებით, დასავლური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ეს უკვე შემდეგ წელს, 2025 წლის შედეგებზე აისახება“, – აცხადებს გიორგი ქობულია.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად რუსული კაპიტალისა და მუშა ხელის შემოსვლამ განაპირობა. თუმცა ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდება და ეკონომიკის ზრდის ეს ფაქტორი შენელდება.
,,ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა დაკავშირებული იყო უკრაინის კონფლიქტთან და დან ემიგრაციასთან როგორც მუშახელის, ასევე კაპიტალის. ეს ემიგრაციის ტალღა ისეთი ინტენსივობით აღარ იქნება. აქედან ისეთ ეფექტს ვეღარ მივიღებთ, ანუ რაც იყო იყო. ეკონომიკური ზრდის ეს ფაქტორი შედარებით შენელდება.”- აცხადებს გიორგი ქობულია.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების გავლენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ -თან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ინვესტორებისთვის სიგნალია, რომ საქართველოში კაპიტალის განთავსება სარისკოა. მისი თქმით, ეს ფაქტორი ინვესტიციების შემოსვლას შეაფერხებს, რაც ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება.
,,რაც შეეხება დასავლურ ინვესტიციებს, რაც ბევრი არ იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ იყო (ბოლო წელიწადს რამდენიმე ასეული მილიონი) აქ შეიძლება ვნახოთ დასავლური ინვესტიციების შემცირება. იმიტომ, რომ ის რაც ახლა ხდება, ეს არის გზავნილი დასავლური ინვესტორებისთვის, რომ აქ ფულის დაბანდება შეიძლება არ იყოს უსაფრთხო და არ არის რეკომენდებული. მაგალითად, როცა ამერიკა წყვეტს ჩვენთან სტრატეგიულ შეთანხმებას, ამის ძირითადი ნეგატიური ფაქტორი არის ის რომ, ეს არის გზავნილი საერთაშორისო, დასავლური ინვესტორებისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აღარ უწევს რეკომენდაციას საქართველოში ინვესტირებისა. ეს არის ძირითადი პრობლემა.”- აცხადებს გიორგი ქობულია.