ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს რაიმეს უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია

თუ ვინმეს რაიმეს უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სპეცრაზმელების ვინაობის გამჟღავნების შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აღმოიფხვრას.
„ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ასეთი სიებიც წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ ყველაფერი იცის. თუ ვინმეს რაიმეს უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. აი, მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების. იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ! ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მოქმედება. ამიტომ ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ, ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!