მეცნიერებმა ხორცისა და რძის საუკეთესო ალტერნატივა დაასახელეს

ლობიო და ბარდა ნოყიერების, ღირებულების, გარემოზე და ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს ხორცისა და რძის ალტერნატივად, დაასკვნეს მეცნიერებმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან და ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. მათი კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.
მეცნიერებმა ხორცისა და რძის პროდუქტების მოხმარების შემცირებას, გარემოზე საკვების წარმოების ზემოქმედების შესამცირებლად აუცილებელი უწოდეს. მათ აღნიშნეს, რომ მეცხოველეობის სექტორზე მოდის საკვების წარმოებისგან მიღებული სათბურის აირების ყველაზე დიდი ნაწილი და მთლიანად სათბურის აირების 20%.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ