,,ჩვენ ვღელავთ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილურობა ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე’’- EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში

,,ჩვენ ვღელავთ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილურობა ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე’’- EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში
რა გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე? ამ კითხვით ,,კომერსანტმა’’ წერილობით კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს მიმართა. ალკის ვრენიოს დრაკინოსი აცხადებს, რომ ღელავენ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილური ვითარება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ახდენს. მისი თქმით, EBRD გააგრძელებს ეკონომიკისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას და ამ მიმართულებით სტრატეგიების განხორციელებას.
,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ყურადღებით ვაკვირდებით ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის ვეცნობით დემონსტრანტებზე ძალადობის შესახებ ანგარიშებს.
EBRD მოწოდებულია ააშენოს საბაზრო ეკონომიკა და მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს. ჩვენ ვღელავთ იმ გავლენაზე, რასაც მიმდინარე არასტაბილურობა ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე.
EBRD გააგრძელებს ფოკუსირებას კერძო სექტორის განვითარებაზე.
ჩვენი განზრახვა გავატაროთ სტრატეგიები, რომლებიც შეესაბამება როგორც ჩვენი აქციონერების, ასევე საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესებს გაგრძელდება.’’- წერია კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის ალკის ვრენიოს დრაკინოსის საპასუხო წერილში.