მალტამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, მარია ზახაროვას ვიზა გაუუქმა

მალტამ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, ს ვიზა გაუუქმა.

მალტაში ეუთოს სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ზახაროვაც უნდა დასწრებოდა.

“ღონისძიების დაწყების წინ. მალტის სავიზო თავმჯდომარეობის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, მარია ზახაროვასთვის ვიზის გაუქმება უპრეცენდენტო შემთხვევაა”. – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ეუთოს სამიტზე დაგეგმილ შეხვედრებზე, ზახაროვასთვის ვიზის გაუქმების ინციდენტს “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა.

ზახაროვამ ვიზის გაუქმებას “დასავლური ჰიდრის ხრიკები” უწოდა.

რუსეთში მალტის ელჩმა, კარმელო ინგუანეზმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ზახაროვას ვიზა “ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის პროტესტის” შემდეგ გაუუქმდა.

სამიტს ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი . ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში.