„ნაციონალური მოძრაობა” დღეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ, 300-მდე ადამიანმა დატოვა

„ნაციონალური მოოძრაობის” რიგებს ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი ტოვებს. მხოლოდ დღეს პარტიიდან 300 ადამიანი წავიდა, რომელთა შორის არიან ძირითადად თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, თავმჯდომარეები და საკრებულოს წევრები.
პარტიას გამიჯნულები, პოლიტიკურ მომავალს, ნიკა მელიასთან ერთად ხედავენ.
„მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს, რა არის თქვენთვის ეს პარტია, შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრისა, შეიძლება ეს არის მექანიზმი თქვენი ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. დღეს წარმოდგენილი ადამიანები მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. გვიწევს, სამწუხაროდ, ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა ალბათ ამ ეტაპისთვის აუცილებელი”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)