საცალო ვაჭრობის სექტორის 50%-ზე მეტი ბაზრის ორ მოთამაშეზე ნაწილდება

საცალო ვაჭრობის სექტორის 50%-ზე მეტი ბაზრის ორ მოთამაშეზე ნაწილდება
,,ორგანიზებულ ბაზარზე მძაფრი კონკურენცია შეინიშნება, რაც მცირე დროში ცვალებადი ბაზრის წილებით დასტურდება”,- ვკითხულობთ „ კაპიტალის“ მიერ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვაში.
სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციის 9-თვიან მიმოხილვაში ჩანს, საქართველოში FMCG ბაზარი ზრდას რეგიონული გაფართოების ფონზე ახერხებს. ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავლების გადანაწილება თბილისსა და რეგიონებს შორის ბოლო მონაცემებით ასეთია: თბილისი- 61.4%; რეგიონები- 37.6%.
ამ ყველაფერზე რეგიონებში ახალი მაღაზიების გაზრდილი ტენდენციაც მოწმობს, 2024 წლის მაისი თვეში, რეგიონებში FMCG სექტორს 1,456 მაღაზიათა ქსელი გაიხსნა, რაც 35%-იანი მატებაა.
კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ საცალო ვაჭრობის სექტორის 50%-ზე მეტი ბაზრის ოთხ მოთამაშეზე მოდის:
· დეილი ჯგუფი – („სპარი“ – 12%, „მაგნიტი – 10.4%, „დეილი – 5.3%, „გვირილა“ – 3.4%) – 31.1%;
· ნიკორა – 19.4%;
· 2 ნაბიჯი – 18.8%;
· კარფური – 11.1%;
· აგროჰაბი – 4.4%;
· გუდვილი – 4.0%;
· უნივერსამი -2.8%;
· ფრესკო -2.1%;
· ექსპრესი – 1.5%;
· ზღაპარი – 1.4%;
· მადაგონი – 1.4%;
· – 1.1%;
· სმარტი – 0.8%.