სერგეი ლავროვი – რუსეთს აშშ-სთან ომი არ სურს – შესაძლოა, ამ ომს ბირთვული ხასიათი ჰქონდეს

რუსეთის ფედერაცია არ ფიქრობს შეერთებულ შტატებთან ომზე, ასეთი ომი შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს, მოსკოვისთვის მთავარია თავიდან აიცილოს ეს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ ომზე შეერთებულ შტატებთან, რომელიც შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს. ჩვენი სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ომის თავიდან აცილება“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, 2022 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის (რუსეთი, ჩინეთი, , საფრანგეთი, ბრიტანეთი) ლიდერების ერთობლივი განცხადების ინიციირება განახორციელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ დაპირისპირება, აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ინტერესებს და უსაფრთხოებას.
”მაგრამ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები სრულიად უგულებელყვეს, როდესაც მათ უარყვეს (დაახლოებით ამავე დროს) ჩვენი ქვეყნის წინადადება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ არავისთან ომი არ გვინდა“, – დასძინა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ესტონეთის საგარეო უწყება – გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტოს