,, პოლიციის შენობაში ვიდრე გადაგვიყვანდნენ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს” – რას იხსენებს გიორგი ნაკაშიძე

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს, – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„ადამიანის მოსაძებნად შევედი, წამავლეს ხელი და წამიყვანეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. სამი ადამიანი შემოიყვანეს… არ შეიძლება ადამიანის ასე ცემა და დამცირება, როგორ შეიძლება ასე ერი და ადამიანი გაიმეტო. პოლიციის შენობაში ვიდრე გადაგვიყვანდნენ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს.
დროდადრო მოჰყავდათ ხალხი, ასევე უმოწყალოდ ნაცემები და ივსებოდა დიდი დარბაზი. ყველა პირადი ნივთი ჩამოგვართვეს, მხოლოდ პიდარობის მოწმობა დამიტოვეს.
35 წლის წინ, ჩემს მეგობრებთან ერტად ვიდექი და ომში ვიყავი წასული, უმაგრეს ბიჭებთან ერთად და ეს ყველაფერი ასე ფუჭად უნდა წავიდეს? ალბათ, იმ ხალხშიც გაიღვიძებს რაღაც სუფთა, რადგან ამ ქვეყანას არ ეკადრება ის , რაც ახლა გარეთ ხდება“, – იხსენებს ნაკაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს