საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა შეიცვალოს პრემიერი, რომელმაც „ვერ გადაწყვიტა კრიზისი“ და მხოლოდ „ხალხის მიმართ მუქარა იცის“.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მას შემდეგ, როდესაც პრემიერი გადადგება, 2 კვირაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები.
“პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები.
უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული”, -აღნიშნა პრეზიდენტმა.