სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატშიც ადასტურებენ. მათი თქმით, ნათია ჯულაყიძემ პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაახლოებით, თვენახევრის წინ დატოვა.
ნათია ჯულაყიძე ომბუდსმენის მოადგილედ აპრილში დაინიშნა.