„ვგმობ რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც მოუწოდებს თავის ქვეყანას, დარჩეს ევროპის გზაზე“ — ბლინკენი ეუთოში

ის სახელმწიფო მდივანმა ეუთოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა.
„შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს მრავალი წევრის შეშფოთებას ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას დაჰკრავს 2014 წლის საშიში ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას – რეპრესიებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოუწოდებენ თავიანთ ქვეყანას, დარჩეს ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების გზაზე და ცნობებს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაკავების შესახებ.
ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გასაძლიერებლად“, — ნათქვამის მის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელია დამნაშავე ურთიერთობების შეჩერებაში, დღეს ის ევროპულ ღირებულებებს აღარ მიჰყვება – ეს გზა მიდის ჩიხში, მიდის არა ევროპული კავშირისკენ, არამედ საბჭოთა კავშირისკენ

თაზო დათუნაშვილი – მთავრობამ საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას – ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ აღძრულ საქმეებზე – თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში!