მამუკა მდინარაძე – ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, აედევნონ პოლიციელებს – 1000-დან 999 ზედმიწევნით კეთილსინდისიერად რომ იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? სულ გაგიჟდნენ? – ბულინგის არავის ეშინია

ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აედევნონ პოლიციელებს – 1000-დან 999 ზედმიწევნით კეთილსინდისიერად რომ იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? რა პირად მონაცემებს… სულ გაგიჟდნენ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბულინგის არავის ეშინია.
„ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აედევნონ პოლიციელებს, აედევნონ ადამიანებს, ბულინგი განახორციელონ ადამიანების მიმართ, ვინც მათ არ მოსწონთ და ვინც მათ გეგმებს არ შეესატყვისება. 30 და 35 წელს ვინც არის გადაშორებული, შეიძლება 10-იდან 9, 2008 წლის ომის ვეტერანი იყოს. რას ავრცელებთ, ხომ არ გააფრინეთ? გუშინ მედია იყო ირაკლი სთან? ესაა ჟურნალისტიკა? ცოტა დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ხომ არ გაგიჟდნენ მართლა, რა სპეცრაზმელების ვინაობას ავრცელებს? [იციან] ვინ არის, ვინ შლის, ვინ არ შლის, ვინ ამეტებს უფლებამოსილებას? დავუშვათ, გვქონდა ასეთი ერთი ორი ფაქტი. ჩვენ თავად დავგმეთ და არ მოგვეწონა. მაგრამ 1000-დან 999 რომ ზედმიწევნით კეთილსინდისიერად იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? რა პირად მონაცემებს… სულ გაგიჟდნენ? თან თავის თავსაც რისკის ქვეშ აყენებენ, იმდენად აგონიაში არიან. ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება, აქ შესაფასებელია, ხომ არ არის სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები? ადევნება… მათი ბულინგის არავის ეშინია!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.