დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს.
„დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, – წერს მიხაელ გალერი.
ცნობისთვის, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს. სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი თეა წულუკიანი, კახა ბექაური.