თუ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილმა ასობით მილიონი მხოლოდ სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია

თუ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილმა ასობით მილიონი მხოლოდ სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი, თანამდებობის დატოვებიდან მალევე გახდა მსხვილი ოლიგარქი და ასობით მილიონი დოლარის პატრონი.
„დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი. თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი, ასობით მილიონი დოლარის პატრონი.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა მან სასამართლოთი დოკუმენტირებულად დასაბუთებული და დღეს სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია, ვიდრე არსებობს ჯერ კიდევ,“ -წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს – ხაზარაძე საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს

არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს” ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს

საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება