გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – სიონი, მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ყუდრო, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 12:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მუხრანი, ქანდა, ქსანი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:45-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – გლდანი, წიწამური, გლდანის სამრეწველო ზონა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – წეროვანი, კვლევითი, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – მენესო, დგნალი, ჭივილაანები, ცივწყარო და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის