იმ 13 ბიზნესასოციაციასა და ორგანიზაციას შორის, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება, ერთ-ერთი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატაა. როგორც ICC-ის თავმჯდომარე ფადი ასლი “ანალიტიკასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, ორგანიზაციის 3-დღიანი გაფიცვა სიმბოლური აქტია და მკაფიო მესიჯს უგზავნის პროევროპული დემონსტრაციის მონაწილეებს.
