,,არანაირი გადატვირთვა არ იქნება ისეთი ტიპის ავტოკრატიასთან, როგორიც დღეს საქართველოშია”- ნიკა გილაური

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური -თან ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.
,,ქართული ოცნების წევრები და მომხრეები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. არალეგიტიმური პრემიერის განცხადებებიც ხომ ეს იყო ამ დღეებში – „როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე“, რომ ქართული ოცნება ელოდება ტრამპის ინაუგურაციას და ახალ ადმინისტრაციასთან გადატვირთავენ ურთიერთობებს.
ამ განცხადებების საპასუხოდ გუშინწინ კონგრესმენმა ჯო ვილსონმა (რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეა) ძალზედ ყოვლის მთქმელი პოსტი დაწერა – „ მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას“, „მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც გააყალბა“. დამერწმუნეთ, ეს განცხადება ახალი ადმინისტრაციის გუნდის სულისკვეთებას გამოხატავს, სხვანაირად ასეთი ტიპის განცხადებები არ კეთდება კონგრესმენების დონეზე. პრეზიდენტ ტრამპს სულ არაფერში სჭირდება „fake“ პრემიერ-მინისტრი და „fake“ ხელისუფლება საქართველოში. კონგრესმენი ჯო ვილსონის გუშინდელი განცხადება კიდევ უფრო კონკრეტული და მკაცრია – „სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევების ორგანიზებაში“. ამ განცხადებაში რაც კიდევ უფრო საგულისხმოა, არის ის, რომ დღევანდელ არალეგიტიმურ მთავრობას ჯო ვილსონი „დე ფაქტო მთავრობას“ უწოდებს (ისევე როგორც ჩვენ ვუწოდებთ ს არალეგიტიმურ ხელისუფლებას დე ფაქტო მთავრობას). სწორედ კონგრესმენი ვისლონის ინიცირებული MEGOBARI აქტი გადის ამ დღეებში კენჭისყრაზე კონგრესში, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამ აქტის დამტკიცების შემთხვევაში შეიქმნება ახალი იურიდიული ბაზა, რომლის შედეგადაც უნდა ველოდოთ უკვე ფინანსურ სანქციებს ს და მისი არალეგიტიმური ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ. ასევე, გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება სადაც ის „გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“. საგულისხმოა, რომ ამ განცხადებაში მოხსენიებულია არა საქართველოს მთავრობა არამედ „ქართული ოცნება“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის არალეგიტიმურ სტატუსს ამერიკის სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სრულდება შემდეგი წინადადებით – „შეერთებული შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“. დამერწმუნეთ – გარდამავალ პერიოდში ასეთი განცხადებები არ კეთდება მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
ქოცებო – ტყუილად ნუ იტყუებთ თავს და ნუ ფიქრობთ, რომ ამ დარბევებით და ახალგაზრდების სისხლის ღვრით მთავარია 20 იანვრამდე მიაღწიოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ამ იმედით ნუ ღუპავთ ქვეყანასაც და საკუთარ მომავალსაც. არანაირი გადატვირთვა არ იქნება ისეთი ტიპის ავტოკრატიასთან, როგორიც დღეს საქართველოშია, რომელიც ერთი ერთში გავს ვენესუელის, ს, ჩინეთის და ირანის ავტოკრატიებს.
ორი კვირის წინ ვიყავი ვაშინგტონში და პრეზიდენტ ტრამპის და მომავალი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, გარემოცვის რამდენიმე ძალზედ გავლენიან პირს შევხვდი. სწორედ მათ შეადარეს საქართველო ვენესუელას – მხოლოდ ორი განსხვავებით – იქ სამხედროებზე დგას სისტემა და თქვენთან ძალოვნებზეო, მათ ნავთობი აქვთ და თქვენ არაო. ვენესუელის ტიპის არჩევნები და ავტოკრატია, ამერიკული კომპანიისთვის წართმეული და ჩინურ კონსორციუმზე გადაცემული ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის წამყვანი კომპანია აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, ირანში მრავალჯერ ჩასული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ესწრებოდა დარბაზში სხდომას, სადაც ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ ვერანაირად ვერ ქმნის იმის საწინდარს, რომ ქართული ოცნების ლიდერები ურთიერთობას დაალაგებენ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან.
დღევანდელი ქართული ოცნების და სამთავრობო სტრუქტურების იმ წევრებს მივმართავ, ვისაც ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ გაეცალოთ ამ სისტემას და არ გახდეთ კოლექტიური მოღალატე რეჟიმის თანამონაწილენი:
• საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, გამოხატეთ თქვენი პროტესტი
• შემოგვიერთდით რუსთაველზე
• სამინისტროების და სახელმწიფო დაწესებულებების ფანჯრებიდან გადმოკიდეთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები პროტესტის ნიშნად.
• თუ თვლით, რომ უკანონო ან ქვეყნისთვის მოღალატეობრივი დავალებების შესრულებას გთხოვენ, დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ სამსახურები, მოყევით ამის შესახებ საჯაროდ.
თავადაც ხომ იცით, რომ სრული მორალური უპირატესობა დღეს სწორედ მომიტინგეთა მხარეს არის. თქვენც ხომ ქართველები ხართ და ხვდებით, რომ საქართველო ბელორუსი არ არის და არ დაემორჩილება არალეგიტიმური ხელისუფლების ზეწოლას. რაც მეტი დარბევა და დაჭერა იქნება, მით უფრო გაიზრდება პროტესტი. ასეთმა შეუპოვრობამ მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ამ მორალური უპირატესობით და ისტორიის სწორ მხარეს დგომით გავიმარჯვებთ დღესაც!”- წერს ნიკა გილაური.