5 დეკემბრის მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 პირი – საია

5 დეკემბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 პირი – დაკავებული პირების საქმეებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სასამართლოში დააკვირდება.
“4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-7 დღეს, რეპრესიის დამატებითი საშუალებები ამოქმედდა. კერძოდ, ძალადობრივად, ღირსების შემლახავად აკავებდნენ და ჩხრეკდნენ პირების საცხოვრებელ ადგილებსა და ოფისებს, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების დაშინების გზით ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. კერძოდ, პარალელურ რეჟიმში ჩხრეკა დაიწყეს ოპოზიციური პარტიების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ „ენმ-ის“ და „გირჩი-დროას“ ოფისებში. ოფისებიდან გამოიტანეს ფიზიოლოგიური ხსნარები, ნიღბები, ჩაფხუტები. სამართალდამცავები ასევე შევიდნენ ახალგაზრდული მოძრაობა “ნაბიჯის” ოფისში. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239-ე პრიმა (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მუხლებით; ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ” – აცხადებს საია.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული