გმადლობ, ვოლოდიმირ! – სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს
უკეთესად ვერ ვიტყოდი, გმადლობ, ვოლოდიმირ! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
შეგახსენებთ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე. „ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას- ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.