ანა დოლიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, 110 მილიონი ლარი ხელოვნებისა და მედიის სფეროს უნდა მოხმარდეს

კიდევ ერთი გამარჯვება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ეს არავაჟკაცი, გიორგი გვიმრაძე,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა ემსახურებოდეს.
„კიდევ ერთი გამარჯვება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ეს არავაჟკაცი, გიორგი გვიმრაძე. მას შეგვიძლია დავუძახოთ ჭუჭყი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა ემსახურებოდეს. მთელი კულტურის სფერო ფინანსდება 400 მილიონი ლარით, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი იგივე ,,კანალ რასია” 110 მილიონი ლარით, ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ,,კანალ რასია” ამხელა თანხებით ფინანსდება, რომელიც შემდგომ ამართლებს ჩვენი შვილების ცემას.
ჩემი დაპირებაა, რომ ეს დაფინანსება, რასაც იღებს ,,კანალ რასია” მომავალში ხელოვნებისა და მედიის სფეროს მოხმარდეს. გამოცხადდება საერთაშორისო ზედამხედველობით კონკურსი, რომლის გამგეობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველები და გრანტების სახით დარიგდება ეს ყველაფერი. ასე დაფინანსდება ეს სფეროები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.