ენგურჰესი ავარიული გათიშვის ზღვარზეა

ენგურჰესის კომპლექსი ჯვარის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ავარიული გათიშვის ზღვარზეა. ამის გამო ს ნაწილი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ს საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული უსაფრთხოების შტაბის სხდომაზე ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკას დან მოთხოვნილი ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდა მოუწია.
“იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, ეს არის არა ავარიული, არამედ უკვე საგანგებო მდგომარეობა,” – განაცხადა ჯინჯოლიამ.
შეგახსენებთ, ენგურის კაშხალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ტურბინები ოკუპირებულ გალის რაიონში. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. არსებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 20% რჩება საქართველოს, ხოლო 80%-ს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოიხმარს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც