ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე, $104 000–მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან (1 იანვარი) ბიტკოინი ჯამში 126%-ით გაძვირდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 900 მილიარდი დოლარია.
ნოემბერში კრიპტოვალუტამ გაძვირება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც დონალდ ტრამპმა მოიგო. მაშინ ბიტკოინის ფასი 68 000 დოლარი იყო.
ეს ზრდა დაკავშირებულია რესპუბლიკელების განცხადებებთან კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ. კერძოდ, ტრამპმა, პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „პლანეტის კრიპტო დედაქალაქად“ გახდის და ბიტკოინების მარაგს დააგროვებს.