ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ორთას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სოფელი ყოროლისთავი – ფაღავების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
სოფელი ყოროლისთავი – ცენტერაძეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
სოფელი სალიბაური – მუკუტაძე – შარაშიძეების მიმართულებით ფერდსამაგრი კედლის მოწყობისა და შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 173 324 ლარს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან