ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით აქციაზე სიმშვიდემ დაისადგურა, დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები

ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით აქციაზე სიმშვიდემ დაისადგურა, დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები
დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას, აქციაში მონაწილე რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მადლობა -ს რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და ყველა იმ ადამიანის განეიტრალება (დაკავება) მოახდინა, რომლებიც პოლიციაზე შტურმის ორგანიზებას ახდენდნენ, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პოლიციაზე ძალადობა არ იყო სპონტანური აქტი, ეს იყო ოპოზიციის ოფისებში წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროცესი, რასაც მათი ოფისებიდან ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთების მრავალფეროვნება და რაოდენობა ადასტურებს.
“ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით აქციაზე სიმშვიდემ დაისადგურა, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ძალადობის ესკალაციას, აქციაში მონაწილე რადიკალი ჯგუფები ახდენდნენ და არა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.
მადლობა -ს რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და ყველა იმ ადამიანის განეიტრალება (დაკავება) მოახდინა, რომლებიც პოლიციაზე შტურმის ორგანიზებას ახდენდნენ, რა თქმა უნდა, პოლიციაზე ძალადობა არ იყო სპონტანური აქტი, ეს იყო ოპოზიციის ოფისებში წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროცესი, რასაც გუშინ მათი ოფისებიდან ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთების მრავალფეროვნება და რაოდენობა ადასტურებს.
სწორედ ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ამოიღეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, საღებავები და ა.შ.
ვისურვებდი ყველა დამნაშავის უმკაცრეს დასჯას, რადგან სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, პოლიტიკური პარტიების ოფისებში არა მოლოტოვის კოქტეილი არამედ საქართველოს განვითარების გეგმა უნდა მზადდებოდეს და ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდნენ. მაგრამ ჩვენი ოპოზიცია, ტერორისტულ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლისთვისაც ცნება სამშობლო უბრალოდ არ არსებობს!” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”