დიმიტრი პესკოვი – უკრაინასთან მოლაპარაკებების საფუძველი, ჯერჯერობით, არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.
„ჯერჯერობით მოლაპარაკების არავითარი საფუძველი არ არის“, – აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზადყოფნას არაერთი ქვეყანა, მათ შორის კატარი, აცხადებს.
„ბევრი ქვეყანა აცხადებს მზადყოფნას შემოგვთავაზოს თავისი ტერიტორია. მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, კატარის ჩათვლით, ასეთი კეთილგანწყობისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა