ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – ვესაუბრე საქართველოს ელჩს დავით სოლომონიას, რომელმაც თანამდებობა დატოვა და მხარდაჭერა გამოვუცხადე ქართველ ხალხს

ვესაუბრე საქართველოს ელჩს დავით სოლომონიას, რომელმაც თანამდებობა დატოვა. მადლობა გადავუხადე გაწეული მუშაობისთვის, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, დავით სოლომონიასთან საუბარში ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„მხარდაჭერა გამოვხატე ქართველ ხალხის და მისი ევროპულ მისწრაფებების მიმართ“, – წერს მინისტრი.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების საკითხს ეუთო-ს დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენებს.