გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში არსებულ ვითარებაზე – სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად

ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად.
„საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობრივი ზეწოლა ევროკავშირის მოქმედებას მოითხოვს. სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად!“- წერს ბელგიელი ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თემს – გადაწყვეტილება, უარი გეთქვათ დღესასწაულების აღსანიშნავ ღონისძიებებზე, იმ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის დადასტურებაა, რომელსაც ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება