სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩები დატოვა, ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეცტექნიკაც

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩები დატოვა. ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეცტექნიკაც-წყლის ჭავლის და სახანძრო სამაშველო მანქანები.
ამ დროისთვის, ტერიტორიაზე რჩება მხოლოდ საპატრულო პოლიცია, რომელსაც კორიდორი აქვთ გაკეთებული, თუმცა სპეციალური დანიშნულების რაზმი კვლავ იმყოფება პარლამენტის შიდა პერიმეტრზე.
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია და საპროტესტო აქცია გრძელდება.
შსს-ს კუთვნილი მიკროავტობუსები და ავტობუსები რჩება თავისუფლების მოედანზე.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

აკაკი ბობოხიძე: ზაალ ლატარიას შვილის ცხედარი ეკლესიაში არ დაასვენებინეს. წადით ახლა, თქვე “ქრისტიანობის დამცველებო”, ჩადით და ჰკითხეთ, რატომ არ დაასვენებინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაძირლები ხართ