„ხარებას“ დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გადადგა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი გადადგა.
გადადგომის განცხადებაში შაიშმელაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სთხოვს, ოჯახური პირობების გამო გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვოს შს სამინისტროს რიგებიდან. პატაკი ფეისბუქზე თავად თავად შაიშმელაშვილმა, საქართველოს და ევროკავშირის დროშებთან ერთად გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება